რუსეთში არჩევნებზე დამკვირვებელი დამოუკიდებელი ჯგუფი სატელევიზიო ქსელებს - პირველ რიგში, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფებს - ბრალს სდებს საარჩევნო კანონის დარღვევაში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის უფასო საარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფით. რუსეთში მარტში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, ისევ პუტინი გაიმარჯვებს.
18 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გამოკვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას გამოკვეთს როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ისე ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესის მიმართ.
აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე მის მიმართ ამერიკელების მხარდაჭერა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ტრამპის წინამორბედების შემთხვევაში იყო.
გალში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში რიგით 52-ე შეხვედრა გაიმართა.
ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. ეს ინფორმაცია გუშინ საღამოს ოსური მედიით გავრცელდა. დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო “რესს” შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ დუდაევი, რომელსაც თავში ორი ტყვია ჰქონდა ნასროლი, სოფლის ყოფილ კლუბში იპოვეს.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გაუმართლებლად მიიჩნევს ევროპაში ე.წ. გაყინული კონფლიქტების შენარჩუნებას. შესაბამისი განცხადება გუტერეშმა 16 იანვარს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თურქეთის რესპუბლიკის ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შეზღუდვა საზღვრის გადაკვეთისას და ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მიმოსვლას.
საქართველო კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ახალ ანგარიშში („თავისუფლება მსოფლიოში – 2018“), რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available