ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, დაჭრილია 158. 27 იანვარს განხორციელებული თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა.
რუსთავის მერიაში, ინვესტორების მოსაზიდად, ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებენ. საქმე ისაა, რომ წლიდან წლამდე რუსთავში გარე თუ შიდა ინვესტიციების მოზიდვა არ ხდება ან შემოდის ძალიან ცოტა რაოდენობით.
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ეგრეთ წოდებული საბაჟო პუნქტი ამოქმედდა. დე ფაქტო ხელისუფლება ამ ტერმინალს "რაზდახანის საბაჟოს" უწოდებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, საფრთხის შემცველად და მიუღებლად მიიჩნევს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების ინტერპრეტირებას რუსეთის მხრიდან. მისი შეფსება მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის, ინტერვიუს, რომელიც 25 იანვარს გამოქვეყნდა გაზეთ „კომერსანტში“.
2016 წლის 28 მაისს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქორდში მცხოვრები 26 წლის ნიკოლოზ საღირაშვილი ერთ-ერთი სუფრიდან ადგა, სუფრის წევრებს უთხრა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სარწყავი წყლის გამოსაშვებად მიდიოდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ 24 იანვარს რატიფიცირებული სამხედრო ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონის ცალკეული საჯარისო ქვედანაყოფების გაერთიანებას გულისხმობს, ოფიციალური თბილისის თანახმად, სამართლებრივად ძალის არმქონე აქტია.
სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელიც ისტორიული ბათუმის ძველი უბნების შენარჩუნებისთვის იბრძვის, მოითხოვს თვითმმართველობამ მიიღოს სპეციალური წესები არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად, არამედ იმ ისტორიული შენობების შესანარჩუნებლადაც, რომლებიც XIX-XX საუკუნეებისდროინდელი ქალაქის განაშენიანების ნაწილია და, მთლიანობაში, ბათუმის ისტორიულ ურბანულ ქსოვილს ქმნის.
24 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.
რუსეთის კულტურის სამინისტრომ გააუქმა ბრიტანულ კომედია „სტალინის სიკვდილის“ ჩვენებაზე გაცემული ლიცენზია. როგორც ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იუწყება, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 23 იანვარს, რუსეთის კინოებში დაგეგმილ პრემიერამდე ორი დღით ადრე.
ევროკავშირის სტრუქტურებში განიხილავენ სავიზო ლიბერალიზაციის ჭრილში მომზადებულ პირველ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. ეს არის პირველი ანგარიში, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის ამოცანების შესრულების ჭრილში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ მომზადდა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available