აშშ-მა გააძლიერა სიტყვიერი მხარდაჭერა ირანის ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ. ამავე დღეს ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მომხრეთა მასობრივი დემონსტრაციები მოეწყო ირანის არაერთ ქალაქში.
3 იანვარს უკრაინისა და საქართველოს დედაქალაქებში ერთდროულად მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა. ხოლო კიევში 11 იანვრისთვის გადაიდო სხდომა სააკაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განსახილველად.
2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის განხილვისას ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ, ილაპარაკა პრიორიტეტებზე, რომელთა მიხედვითაც ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შეიმუშავეს. განსხვავებული მოთხოვნები აქვს სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ქალაქში მწვანე სივრცეების შექმნას და ამ საკითხის ბიუჯეტში ასახვას მოითხოვდა.
„გამოგონილი ამბები“ (fake news) 2017 წელსაც მიეკუთვნებოდა მსოფლიოში ყველაზე ხშირად ნახსენებ თუ განხილულ ცნებებს. კოლინსის ლექსიკონმა, რომელიც ამ ტიპის წამყვან ინგლისურენოვან გამოცემებს მიეკუთვნება, სწორედ fake news დაასახელა წლის მთავარ ცნებად.
2017 წელი საქართველოსთვის საგანგებოდ იღბლიანი აღმოჩნდა საგარეო პოლიტიკურ სარბიელზე და, განსაკუთრებით, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე - საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მიენიჭათ.
წინა წლებისგან განსხვავებით, 2018 წელს ქუთაისი დაუმტკიცებელი ბიუჯეტით შეხვდა. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, გაიზრდება თუ არა დაფინანსება და, გასული წლებისგან განსხვავებით, რომელი პროგრამებისთვის დაიხარჯება მეტი ან ნაკლები თანხა.
იძულებით გადაადგილებული 445 ოჯახი 2017 წელს მართლაც ვერ დაივიწყებს. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ამ ოჯახებს საკუთარი ჭერი გაუჩნდათ, მაგრამ კიდევ არაერთი ოჯახი რჩება საკუთარი ბინის გარეშე.
გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენები.
ანკარიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს გარიგებას, რომელიც რუსეთის წარმოების S-400 კლასის თანამედროვე საზენიტო-საჰაერო კომპლექსის შეძენას ითვალისწინებს.
ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი ამ დრომდე ვერ მიიღო. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ საკრებულოს ვადის დაცვით ორჯერ გაუგზავნეს ბიუჯეტის პროექტი, თუმცა, დაზუსტებების მიზნით, უკანვე გამოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში და სასჯელად 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
ჩამოტვირთე მეტი