აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა „კრემლის შესახებ ანგარიშად“ ცნობილი დოკუმენტი, რომელშიც დასახელებულია 210 რუსი ოფიციალური პირი და მილიარდერი - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარშემო შეკრებილ მმართველ ელიტად მიჩნეული ხალხი.
საქართველოს „რეზერვისა და მობილიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში შეუდგება.
პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, კვლავაც მტკიცეა ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებთან მიმართებით და ეძებს ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოების პროცესში.
29 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარი.
ვნახოთ, როგორია დასავლეთის ამბების ექო ქართულ სოციალურ მედიაში. მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ ანი ბურდული.
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ.
ნატოს ხელმძღვანელობა ზაფხულში მნიშვნელოვანი სამიტის ჩატარებას გეგმავს. ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას პოტენციური წევრების სტატუსთან დაკავშირებული ძველი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა მომწიფებულია.
2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან, რომელზეც ალიანსმა გაწევრიანების პირობა მისცა საქართველოსა და უკრაინას, 10 წელი გავიდა. მოსალოდნელია თუ არა, რომ მეათე წლისთავზე რაიმე კონკრეტულად გაირკვეს ნატოში გაწევრიანების ვადასთან დაკავშირებით?
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, დაჭრილია 158. 27 იანვარს განხორციელებული თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა.
რუსთავის მერიაში, ინვესტორების მოსაზიდად, ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებენ. საქმე ისაა, რომ წლიდან წლამდე რუსთავში გარე თუ შიდა ინვესტიციების მოზიდვა არ ხდება ან შემოდის ძალიან ცოტა რაოდენობით.
ჩამოტვირთე მეტი