ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის შეკრების ძირითადი მიზანი ამ ექვსწლიანი წარსულისა და რეალობის კიდევ ერთხელ შეფასება იყო.
კახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი დაკვირვების საფუძველზე ამბობენ, რომ რეგიონში წინასაარჩევნო გარემო, ზოგადად, მშვიდია, თუმცა მათ შუალედურ ანგარიშებში კონკრეტული ფაქტები შევიდა, რომლებიც, სავარაუდოდ, კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი ორისათვის“ მიცემულ ინტერვიუში 1,5 საათი ილაპარაკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წევრების უკანონო ქმედებებსა და ინტერესებზე
1 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრები" "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ ფარული ჩანაწერების გავრცელებასა და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ "რუსთავი2"-ის ეთერში მონათხრობზე გაესაუბრა გიორგი ონიანს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს.
1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შესახებ ჰყვება ცნობილი აფხაზი ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი (1991-1996 წ.წ.), უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე, რომელსაც ორჯერ ეკავა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი (2005-2009; 2011-2013 წ.წ.) ომის დროს ის დეპუტატი იყო და ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საკითხებისა და საპარლამენტთაშორისო კავშირების კომისიას. სტანისლავ ლაკობას ესაუბრა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი აფხაზეთში, ელენა ზავოდსკაია.
კომპანია „ინტერნტრანსი“ 2014 წელს ჩატარებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ ფლობს 11-ივე მარშრუტს რუსთავი-თბილისის მიმართულებით და პირიქით. რუსთავის მერიამ კომპანიას 15-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა და მონოპოლიური მდგომარეობა შეუქმნა.
პროკურატურამ “ომეგა ჯგუფის“ დირექტორების გამოკითხვა მოსამართლესთან ერთად დაიწყო. „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებული შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიების პროცესში „ომეგა ჯგუფში" შემავალი სამივე კომპანიის დირექტორმა გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით თავად მოითხოვა.
28 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ სარჯველაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available