2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია ქართული პოლიტიკური ტრადიციებისთვის დამახასიათებელი ხაზით ვითარდება - კერძოდ, ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად ლიდერობს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მისია, რომლის ძირითადმა ჯგუფმა საქართველოში მუშაობა 19 სექტემბერს დაიწყო, საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრას განაგრძობს.
ერევანში გაიხსნა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტი. მასში მონაწილეობს 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია.
2018 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს, რადგან მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის, რომელთა თანახმად, იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და მცირდება მისი უფლებამოსილება.
11 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბესარიონ თედიაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი, N 49.
11 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ გაბუნია, პრეზიდენტობის კანდიდატი, N 4.
„ომეგას“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს დამატებით ინფორმირებას დაჰპირდა მასთან დაკავშირებულ სკანდალურ თემაზე, რომელიც აუდიოჩანაწერებს მოჰყვა.
სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი პროკურატურამ 9 ოქტომბერს გამოკითხა. გამოკითხვა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ოქმის თანახმად, მოწმემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზეგამომძიებლის 20 შეკითხვას უპასუხა.
არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია ერთ-ერთია იმ თხუთმეტ ადამიანს შორის, რომელსაც 2018 წელს საპატიო თბილისელის სტატუსი მიანიჭეს. მაია მანია ქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისობის დღესასწაულზე დააჯილდოვა.
მაია მანია ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისობის დღესასწაულზე დააჯილდოვა. მოქალაქეების ნაწილისთვის მერიის მხრიდან იმ ადამიანისთვის ჯილდოს მიცემა, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება ქალაქის არასწორი გზით განვითარებას, ორმაგი სტანდარტია.
ჩამოტვირთე მეტი