ჯორჯ კენტმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში 12 ოქტომბერს თბილისში შეხვედრები გამართა.
პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან კახეთში საარჩევნო შტაბი მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს გახსნილი. საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლები რეგიონში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სააგიტაციო მასალის განადგურებაზე, ფინანსურ პრობლემებსა და ანტიპროპაგანდაზე ლაპარაკობენ.
გორის საკრებულოს სხდომაზე დღეს ქალაქის მერის იმპიჩმენტის საკითხი არ დასმულა. საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარისგან მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს, “ევროპული საქართველოს” წევრებს კი ხმაც არ ამოუღიათ.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატთა პროგრამები დღეიდან ვებსაიტ prezidenti.ge-ზე მოიყრის თავს, რომლის პრეზენტაციაც 12 ოქტომბერს გამართა „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD).
კიევის საპატრიარქოს მეთაური ამბობს რომ უკრაინის 3 მართლმადიდებელ დენომინაციას, მათ შორის, მოსკოვთან აფილირებულ ეკლესიას, არავინ აიძულებს შეუერთდეს უკრაინის გაერთიანებულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც 11 ოქტომბერს დამოუკიდებლობა მიენიჭა.
ახლა 2018 წლის თბილი ოქტომბერია და ფრანკფურტში ვარ იმ 72 მწერალთან ერთად, ვინც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც სამოცდამეათედ ტარდება, საქართველო უნდა წარადგინოს. დღეს იდეა - რეალობაა.
სავარაუდო ელიტური კორუფციის ბოლო დროს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან ბევრი შეკითხვა გაუჩნდა.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია ქართული პოლიტიკური ტრადიციებისთვის დამახასიათებელი ხაზით ვითარდება - კერძოდ, ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად ლიდერობს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მისია, რომლის ძირითადმა ჯგუფმა საქართველოში მუშაობა 19 სექტემბერს დაიწყო, საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრას განაგრძობს.
ერევანში გაიხსნა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტი. მასში მონაწილეობს 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია.
ჩამოტვირთე მეტი