„ამნესტის“ შეფასებით, ანუ სან სუ ჩის ადმინისტრაცია სიძულვილს აღვივებდა როჰინჯების მიმართ, უარყოფდა, რომ მათ კლავენ და ხელს უშლიდა საერთაშორისო გამოძიებას.
ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, მეტეხის ხიდზე, პატრიარქთან ერთად აღნიშნეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილმა. ასი ათასი მოწამის ხსენების დღე ყოველ წელს 13 ნოემბერს აღნიშნება.
ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ, ასათიანის, ქუჩაზე სამი წლის წინ გაკეთებულმა სანიაღვრე არხმა არ ივარგა. თავის დროზე ამ სამუშაოებისთვის 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
სოფელ ვეჯინის ბაგა-ბაღის მენეჯერი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თამარ სიბაშვილი მომხდარს არჩევნების პირველ ტურს უკავშირებს. ამბობს, რომ სოფელში გახსნილ ორივე საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ კი მოსთხოვეს განცხადება დაეწერა.
რით აიხსნება ხელისუფლებებისთვის დამახასიათებელი ეს რიტორიკა - განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში, კონკრეტულად კი, ახლა - და, რაც მთავარია, აქვს თუ არა ამ რიტორიკას რეალური საფუძველი?
2016 წლის 27 იანვარს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოს წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ შესაძლოა მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები.
სამოქალაქო ომის საფრთხესა და რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკს ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობად აფასებს მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი.
პოლონელ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ მომზადებული ანგარიში კოლეგებს მოუწოდებს, ევროკომისიაში შეიქმნას ახალი თანამდებობა პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად და გამოიყოს დამატებითი რესურსები ევროკავშირის შესაბამისი სამსახურისათვის, რომელიც რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიის წინააღმდეგ უკვე მუშაობს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ერთ კვირაზე მეტია ზუგდიდში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში მან რამდენიმე შეხვედრა გამართა.
ჩამოტვირთე მეტი