საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.
ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი ვერ განხორციელდა. შესაბამისად, აუთვისებელი რჩება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.
რუსეთი ოკუპანტია! - ამ წარწერას ახალციხის ერთ-ერთი რესტორნის ქვითარზე წაიკითხავთ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთმანეთის მიყოლებით არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ სარჩელები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ზუგდიდის ცხრა საუბნო საარჩევნო კომისია თითო წევრმა დატოვა.
„ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში ასეულობით ქალი 17 ნოემბერს თითქმის ერთ საათს ელოდებოდა სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას. ბევრი მათგანი ძალიან შორი გზიდან იყო ჩამოსული. „ქალები სამართლიანობისთვის“ მხარდაჭერას უცხადებს სალომე ზურაბიშვილს.
„არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ პოსტიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ვარაუდების კომენტირების დროს.
ხუთსართულიან შენობაში დარჩენილ დევნილებს დაზიანებული სახურავიდან წვიმის წყალი ოთახებში ჩასდით, სასმელი წყლისა და კანალიზაციის დაზიანებული მილებიდან წყალი დერეფნებსა და ოთახებში იღვრება, ჭერი და კედლები ნესტისგან იშლება, იატაკი კი აყრილია.
ის, რაც ბევრს შეცდომა ან ხუმრობა ეგონა, „ქართული ოცნების“ გამიზნული ნაბიჯი აღმოჩნდა. საარჩევნო ბილბორდებზე და სარეკლამო კლიპში სალომე ზურაბიშვილი უპრობლემოდ ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა.
„თუ ჩვენ არ ვივლით წინ ამ შეთანხმებისკენ, არავინ იცის, ამას რა შედეგები მოჰყვება. ეს შესაძლოა იყო გზა ღრმა და სერიოზული გაურკვევლობისაკენ, მაშინ როცა ბრიტანელ ხალხს სურს, რომ ჩვენ ბოლო მოვუღოთ ამ გაურკვევლობას“, - განაცხადა ტერეზა მეიმ 15 ნოემბერს პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ.
ჩამოტვირთე მეტი