საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანომ, უშიშროების საბჭომ 21 ნოემბერს არსებობა შეწყვიტა. პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოსგაუქმების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმითჩაანაცვლებს მას ახალი ორგანო.
ელმირა ბეციაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჰყავს სავარაუდო ეჭვმიტანილები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და ეს ინფორმაცია უკვე მიაწოდა ადგილობრივ პოლიციას.
ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებლად ჩავიდნენ და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, მურად ჯიოევთან, შეხვედრა გამართეს.
ახლო წარსულში სწორედ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ლაპარაკობდა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვისა და ე.წ. კარუსელების ფაქტებზე, რომლებიც 2013 წელს დადასტურდა კიდეც.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფინანსური მაქინაციების შესახებ, რისი მეშვეობითაც მოსკოვი თავს არიდებს დასავლეთის მკაცრ სანქციებს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშების სტატუსს აღარ ატარებენ.
ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილს ოთხი თითი ოთხი მილიონის მოთხოვნის ნიშნად რომ აჩვენა, ეს ინფორმაცია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა „რუსთავი 2“-ს ჯერ კიდევ სექტემბერში მიაწოდა.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრი გიგა შუშანია ქალაქის მერს და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებს ამომრჩეველთა დაშინებაში ადანაშაულებს.
თითქმის უკვე სამი თვეა, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული.
ბილბორდები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის ფოტოკოლაჟითა და წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“, 18 ნოემბერს გაჩნდა დედაქალაქის ქუჩებში.
ევროკავშირის რამდენიმე დედაქალაქს კვლავ აღელვებს ის გავლენა, რასაც საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია ახდენს მათ ქვეყნებზე და სთხოვს თბილისს, მეტი ზომების მიღებას.
ჩამოტვირთე მეტი