თავისი წევრებისა და მხარდამჭერების სრული მობილიზების პარალელურად, არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართული ოცნება“ დაპირებების გაცემასა და ადრე განაწყენებული ჯგუფების გულის მოგებასაც ცდილობს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე დანაშაულს არ აღიარებენ.
"პოლიტიკური სისტემა ან საზოგადოება რამდენად თავისუფალია, რომ მას ჰყავდეს თავისუფალი მედია?", - ასე სვამს კითხვას შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, რომელიც 2 ნოემბერს კონფლიქტოლოგ თინათინ ასათიანთან ერთად სტუმრობდა "დილის საუბრებს".
მერიამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, „საქმილსადენმშენის“, თხოვნა დააკმაყოფილა და ვადა ორი თვით გაუზარდა, რადგან პროექტში გარკვეული ცვლილება შევიდა, რამაც დროისა და თანხის დამატება მოითხოვა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებიან ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ექსპერტებისთვის უდავოა, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების დისკრედიტაცია რუსეთის პროპაგანდისტული სტრატეგიის ინტერესებში შედის და ყალბი ინფორმაციების მიმართ საქართველოს მოქალაქეებს მეტი ყურადღება მართებთ.
22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომაზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ შეტანილი არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა.
გამოქვეყნდა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლებას ასახავს. საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რუკაზე თავისუფალ ქვეყანათა სიაში მოხვდა 25 ქულით.
ყველაზე მეტი კრიტიკა პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაიმსახურეს. დეპუტატებიც საკმაოდ თვითკრიტიკულად აფასებენ თავიანთ როლს.
ჩამოტვირთე მეტი