პარლამენტი და სოციალური მედია ინაშვილი-მელიას დაპირისპირების შესახებ.
საპარლამენტო უმრავლესობის ორი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასზე მეტ თანამშრომელს, ყველა საჯარო მოხელეს და მთლიანად ქვეყანას.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩენილი რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების ერთი ნაწილი, განსაკუთრებით კი ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ადამიანები მისგან შეწყალების კიდევ ერთი აქტის გამოცემას ელოდებიან.
„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავყბა ყველას თქვენ“ - განაცხადა მიკროფონთან დაბრუნებულმა ირმა ინაშვილმა. მანდატურების მიერ დეპუტატების დამშვიდების და დარბაზიდან გაყვანის დროს ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატს ზაზა პაპუაშვილს შორის.
ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთში უნდა დასწრებოდა გაეროს ფორუმს კლიმატის ცვლილებების შესახებ, თუმცა 7 დეკემბერს, პოლონელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. ნუგზარ კოხრეიძემ 4 დღე ვარშავის აეროპორტის სასტუმროში გაატარა და საქართველოში 11 დეკემბერს დაბრუნდა.
10 წელი ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ არაერთგზის შეფასდა როგორც საქართველოში, ისე მისი დასავლელი პარტნიორების მიერ. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მოქალაქეების მიერ ნატოში ინტეგრაციის პროცესის აღქმის მხრივაც, რაც "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" კვლევის საგნად იქცა.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო 124-ე ადგილზეა 193 ქვეყანას შორის.
სპეციალისტების აზრით, მსგავსი განცხადებები საფრთხეს უქმნის ტურიზმის განვითარებას საქართველოში.
Vali.ge ვალების განულების ინიციატივის ფარგლებში შექმნილი ვებსაიტია, სადაც მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს ჩამოეწერება, თუ არა ვადაგადაცილებული სესხი.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სულ 5-დღიანი შესაძლებლობა გააჩინა უცხოელებისთვის, რომლებსაც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა სურთ და ამას უკვე ვეღარ შეძლებენ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს შეისწავლოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება იმის დასადგენად, შეიცავდა თუ არა ის მუქარას ან დისკრიმინაციას.
ატოცში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრები და პოლიციელები პატრულირებას აგრძელებენ.
ჩამოტვირთე მეტი