ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ხელფასების გაზრდის საკითხს. 4-ჯერ ჩაშლილი სხდომის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი შეწყვიტა და 28 თებერვალს სხდომაზე მივიდა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას აჭიანურებენ იმისთვის, რომ არ დადგინდეს მისი გარდაცვალების რეალური მიზეზები - ამ შინაარსის განცხადება 28 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა.
26 თებერვლის საპროტესტო აქცია თბილისი-სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იმ პირობით დაიშალა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოსურ მხარესთან მოლაპარაკების გზით ორ დღეში ოჯახს გადასცემდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს.
“რუსეთი მტერია! არა ოკუპაციას!” – ამ ლოზუნგით ქუთაისში, თეთრ ხიდზე, აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და სხვა მოქალაქეებმა, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს ქუთაისის მერიის მახლობლად 25 თებერვალს, ოკუპაციის დღეს, გაკრული წარწერების „რუსეთი მტერია!“ ჩამოხსნის გამო.
გალში გამართულ “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” დღევანდელ შეხვედრაზე მთავარ საკითხად კვლავ 2016 წელს ზუგდიდის სოფელ ხურჩაში დაღუპული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის გადმოცემა იყო დაყენებული.
27 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიციის "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10 მოსამართლის განცხადების თანახმად, სიცრუეა მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ 23 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ეთერით წაყენებული ბრალდება, თითქოს ორი წლის წინ საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე დავით მამისეიშვილს ჰქონდა მცდელობა მის, როგორც მოსამართლის, გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინა.
უნგრეთის მმართველმა “ფიდესის“ პარტიამ, რომელსაც სათავეში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უდგას, მოულოდნელი მარცხი განიცადა ქალაქ ჰოდმეზოვაშარჰეის მერის არჩევნებში.
ჩამოტვირთე მეტი