მიუხედავად ორდღიანი მცდელობისა, ბორჯომის საკრებულომ კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ვერ ჩაატარა.
მოსკოვი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოების გამო და პირობას დებს, რომ კვლავაც აქტიურად შეეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
აღიარონ თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა, მის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ და დაისაჯოს ყველა პირი, რომელიც პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა - ეს იყო თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მთავარი მოთხოვნები საქართველოს პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების შეხვედრა გაიმართა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, მის მოადგილეებსა და თბილისის პროკურორთან.
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის - "კავკასიის ბარომეტრი 2017"-ის თანახმად, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი რუსეთს მთავარ მტრად, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს მთავარ მეგობრად მიიჩნევს.
1 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთსა და რუსეთს მიიჩნევს მეტოქეებად, რომლებსაც ვაშინგტონი „აღმატებული ძალით“ უნდა დაუპირისპირდეს.
იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო ათთვიანი პროექტის განხორციელება, სახელწოდებით „საჯარო სამსახურის რეფორმის მონიტორინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში“.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა „კრემლის შესახებ ანგარიშად“ ცნობილი დოკუმენტი, რომელშიც დასახელებულია 210 რუსი ოფიციალური პირი და მილიარდერი - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარშემო შეკრებილ მმართველ ელიტად მიჩნეული ხალხი.
საქართველოს „რეზერვისა და მობილიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში შეუდგება.
პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, კვლავაც მტკიცეა ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებთან მიმართებით და ეძებს ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოების პროცესში.
29 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარი.
ჩამოტვირთე მეტი