ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირის ამჟამინდელ და სამომავლო ურთიერთობებზე მსჯელობდნენ. ასოცირების საბჭოს მეოთხე სხდომაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი, თავმჯდომარეობდა, მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.