მე-20 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბებული სტიგმა პანკისის ხეობამ ვერც 21-ე საუკუნეში მოიშორა. ეს სტიგმა ჩეჩნეთის ომების კვალდაკვალ, ე.წ. ბოევიკებისა და ათასი ჯურის დამნაშავის ეპოქაში დიდწილად რუსეთის პოლიტიკის ზემოქმედებით გაჩნდა და პანკისის ხეობა, უარყოფით კონტექსტში, ერთგვარ საერთაშორისო „ბრენდად“ იქცა.