2018 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა პრეზიდენტს აირჩევს. როგორი იყო ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდი, რომელიც თვრამეტი წლის წინ, 2000 წელს დაიწყო?
თუ თავდაპირველად ძირითადად ძალაუფლების კონსოლიდაციით იყო დაკავებული, პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით არჩევის შემდეგ ვლადიმირ პუტინი მწვავე კონფრონტაციაში ჩაება დასავლეთთან. და ეს დაპირისპირება მოელიან, რომ მომავალშიც გაგრძელდება.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა 8 კანდიდატი, ჩატარდა 8 წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ გარკვეული ნიუანსით: დებატებში არც ამჯერად მიუღია მონაწილეობა ვლადიმირ პუტინს, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს.
აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ასრულებს თავის დიპლომატიურ მანდატს და აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება.
მაღალჩინოსანი რუსი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი აშშ-ის სანქციების საპასუხოდ გაზრდის ამერიკის იმ მოქალაქეების „შავ სიას“, ვისაც რუსეთში მგზავრობა აეკრძალებათ.
ბორჯომში 16 მარტს დანიშნული რიგგარეშე სხდომა მეექვსედ გადაიდო. საკრებულო მერიისგან ისევ ხელფასის ოდენობის კორექტირებას ითხოვს.
2014 წლის დასაწყისში, როცა უკრაინაში პრორუს სეპარატისტებთან კონფლიქტი უკვე ომში იყო გადაზრდილი, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა ტელეარხმა Russia Today-მ (ესპანურენოვანმა ბიურომ) სტუდიაში კრიზისზე სასაუბროდ სტუმარი მოიწვია.
ოსური მედიის ცნობით, შაბათ საღამოს დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს. უწყებამ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გამკაცრების აუცილებლობით ახსნა.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ ერთობლივ რეზოლუციაზე შეთანხმდნენ.
რუსეთის პოლიტიკის გათვალისწინებით, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი „ფასეულად“ და „რეალისტურად“ მიიჩნევს საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმგვარ გზას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ალიანსის წესდების მე-5 მუხლის დროებით შეჩერებას გულისხმობს.
გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებდა თანამშრომლობის ყველა არსებულ ფორმატს, წარმოქმნიდა ახალ ფორმატებს და უზრუნველყოფდა როგორც საქართველოს გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე რეგიონში აშშ-ის ინტერესების დაცვას.
ჩამოტვირთე მეტი