აფხაზეთში პასპორტებს ცვლიან, თუმცა ახალი საბუთის მისაღებად თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკურად არააფხაზი მოქალაქეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დოკუმენტები, რომლებითაც დაადასტურებენ აფხაზეთში თავიანთი ცხოვრების ფაქტს 1994-1999 წლებში. ვინც ამგვარ საბუთებს ვერ წარმოადგენს, ვერც ახალ პასპორტს მიიღებს.
ეს თარიღი უკავშირდება 1921 წლის მოვლენებს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმის პორტიდან ტოვებს ქვეყანას, საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის გენერალი კი, გიორგი მაზნიაშვილი, თავის მებრძოლებთან ერთად რუსეთის წითელ არმიასთან მარცხდება.
როგორ უნდა იქცეოდეს საკრებულოს წევრი, რა ვალდებულება ეკისრება მას, დარღვევის შემთხვევაში როგორი იქნება პასუხისმგებლობის ზომა - ზუგდიდის საკრებულომ ამ საკითხების მარეგულირებელი ეთიკის კოდექსის საჯარო განხილვები დაიწყო, უკვე ერთ საათში გამართულ სხდომაზე კი დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
თელავის საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.მდგომარეობა საპატრულო პოლიციამ განმუხტა. ლაპარაკია მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც მოსახლეობა საძოვრად იყენებს, ხელისუფლება კი მის გასხვისებას და მეტი სარგებლის მიღებას გეგმავს. სოფლების იყალთოსა და რუისპირის მოსახლეობა საკრებულოს სხდომაზე დღეს სწორედ ამ საკითხის განხილვას ითხოვდა.
ქვემო ქართლის ქალაქებში უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია ტარდება. საუბრის თემაა რისკები როგორც სავიზო წესების დარღვევასა, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. პირველი ასეთი შეხვედრა რუსთავის მერიის შენობაში ჩატარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე თავდასხმაში მონაწილე პირებს - „ქართული მარშის“ აქტივისტებს - წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ლაპარაკია 6 პირზე, რომლებსაც გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობაში ადანაშაულებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების კანონპროექტი, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას გულისხმობს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ის აპირებს მიმართოს ევროკავშირის ლიდერებს და მათ გაერთიანებისკენ მოუწოდოს რუსეთიდან მომავალ საფრთხესთან გასამკლავებლად, რომელიც „საზღვრებს არ ცნობს“.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის საკრებულოს დეპუტატების – ივანე შალუტაშვილის, ელიზავეტა კუჭუხიძისა და ოთარ არბოლიშვილის - ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დაიწყო.
ჩამოტვირთე მეტი