დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებიდან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა მასობრივი გაძევება „შემობრუნების წერტილია“, რუსეთმა კი ეს აშშ-ის „კოლოსალური ზეწოლის“ შედეგად მიიჩნია.
ასზე მეტი დიპლომატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ისევ რუსეთში დაბრუნდება, მას მერე რაც ქვეყნების თავრობებმა მათი გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.
თითქმის 3000 ადამიანი აწერს ხელს „ქართველი ხალხის მემორანდუმს“, რომელიც 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონგრესს ატყობინებდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ჩაგვრაზე და ითხოვდა ავტონომიას.
არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის მოსპობა და ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში ქართული მხარის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეულ საკითხებს შორისაა.
სადამდე შეიძლება მივიდეს დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება? რა ევალება ასეთ დროს საქართველოს და იძლევა თუ არა ეს რეალობა ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთვის?
ერთი წელი გავიდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ კონგრესმენ პოლ რაიანს სწორად მიაჩნია თეთრი სახლის გადაწყვეტილება ქვეყნიდან ათობით რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. პოლ რაიანმა ეს მოსაზრება გამოთქვა პრაღაში, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შტაბბინაში 26 მარტს სტუმრობისას ჩაწერილ ინტერვიუში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი 27-28 მარტს გაიმართება. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს, უკვე ჟენევაში იმყოფება.
ბოლო დღეებში მთელი საქართველო მოიცვა არჩილ ტატუნაშვილის ამბავმა. ყოფილი ჯარისკაცის სიკვდილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრიტიკულად აუცილებელი გახადა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთიდან მომავალ პროვოკაციებს.
სავარაუდოდ, ივნისში გახდება ცნობილი, თუ რამდენი რუსი მაღალჩინოსანი ან სოხუმის თუ ცხინვალის რეჟიმის რამდენი წარმომადგენელი მოხვდება ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაში. აშშ-ის მიერ შემუშავებულ მაგნიტსკის სიაში კი 34 რუსი მაღალჩინოსანია და ეს სია ყოველწლიურად ფართოვდება.
ჩამოტვირთე მეტი