40 წლის წინათ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში მოეწყო დემონსტრაცია, რომელზედაც ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ მოიყარა თავი. ლიდერების გარეშე ჩატარებული, მაგრამ კარგად ორგანიზებული აქციის კინოკადრები დღეისათვის არ შემოგვრჩა, ვინაიდან ავთანდილ იმნაძე, რომელიც კადრებს იღებდა, აქციიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს, კინოფირიც ჩამოართვეს და პერმის ოლქში ხუთწლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს.