რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელება - ეს იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალია, რომლებიც 2017 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში მოხვდა და რომელთა შესახებაც უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან ილაპარაკა.