გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის მკვიდრი 55 წლის სერგო დარბაიძე დააკავეს.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სარბიელს უბრუნდება პარტიისთვის რთულ დროს, “ქართული ოცნების“ რიგებში არსებული ურთიერთდაპირისპირებების გამჟღავნების ეტაპზე.
ევროკავშირი საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნვას განაგრძობს.
1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე, ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება მოჰყვა ელექტროსადგურში დაგეგმილ ექსპერიმენტს. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტექნოგენური კატასტროფა.
საერთაშორისო პრესა სომხეთის მოვლენების მიმოხილვას განაგრძობს. სხვა კითხვებს შორის, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ ჩაერია რუსეთი თავისი მოკავშირის, აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სახალხო პროტესტით დამხობილი სერჟ სარგსიანის დასაცავად.
ოკუპირებულ გალში დღეს, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, რიგით 55-ე შეხვედრა გაიმართა.
არტურ დილბარიანი: ,,მთელი სომხეთი წავიდა რუსეთში, იმიტომ რომ ცხოვრება არ არის აქ."
ნიკოლ ფაშინიანი პროფესიით ჟურნალისტია. 2012 წლიდან კი სომხეთის პარლამენტის დეპუტატია.
გამოქვეყნდა ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 2018 წლის ანგარიში, რომელიც მსოფლიოს 180 ქვეყანაში პრესის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შეფასებას იძლევა.
პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საერთაშორისო პრესა ეხმაურება სომხეთში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, ქუჩაში მასობრივი დემონსტრაციების შედეგად, ქვეყნის ვეტერანი ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის, გადადგომას.
ჩამოტვირთე მეტი