ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი დღეს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ჩავიდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის წინაშე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობების მომავალსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ გადასაჭრელ საკითხებზე ილაპარაკა. გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნებოდა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობის გამყარება.
ლგბტ უფლებადამცველები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, სოფიო კილაძის, გადადგომას ითხოვენ. 1 მაისს მათ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ამ დროისათვის პროკურატურის სისტემაში უკვე სერტიფიცირებულია 101 ადამიანი.
სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი, პოლიტოლოგი რიჩარდ გირაგოსიანი აფასებს სომხეთში მიმდინარე მოვლენებს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ორი კორესპონდენტიც არის, სულ ცოტა, 25 ადამიანს შორის, რომელიც ქაბულში დაიღუპა 30 აპრილს მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის ოპოზიციის ლიდერსა და პრემიერმინისტრობის კანდიდატს.
ახალი ხელისუფლების ასი დღე ხუთწუთიანი ვიდეორგოლის სახით წარუდგინა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, მართვის ტერიტორიული ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.
პირველ მაისს სომხეთის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს. ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანია, რომელიც, უკვე ორი კვირაა, სომხეთში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ხელმძღვანელობს.
თბილისში გაიხსნა რიგით მესამე „ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი“.
30 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო რიჟამაძე, ISFED-ის იურისტი.
უკრაინაში მყოფი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი 54-ე ბრიგადის ხელმძღვანელობას ლეგიონის სახელის დისკრედიტირებასა და ზოგიერთი მეომრის პირადი მონაცემების გამჟღავნებაში ადანაშაულებს.
ჩამოტვირთე მეტი