2 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური ანგარიშით წარდგა პარლამენტის წინაშე და ბოლო ხუთი წელი ნახევარსაათიან სიტყვაში შეაჯამა. მარგველაშვილმა თქვა, რომ ქვეყანას ჰქონდა წინსვლა საგარეო არენაზე, რომ სახელმწიფო აღარ არის ისეთი ძალადობრივი, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო.