პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები კვლავ ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ განვითარდება სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია, როგორ სახეს შეიძენს სახელისუფლებო ვერტიკალი და რამდენად შეძლებს პოლიტიკური პროცესების მართვას ნიკოლ ფაშინიანი.
მუშებმა უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე იმის გამო, რომ, მათი თქმით, დამსაქმებელი მათ შრომით უფლებებს არღვევს და, უკვე რამდენიმე თვეა, კვირაში 74 საათს, თვეში კი 29 დღეს ამუშავებს და, ამასთანავე, ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ ანაზღაურებს.
პარლამენტი განიხილავს მთავრობის სამშვიდობო საკანონმდებლო ინიციატივას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. ინიციატივის განხორციელება იგეგმება სამი ძირითადი მიმართულებით: ვაჭრობა გამყოფი ხაზების გასწვრივ; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და გამარტივებული მექანიზმები საამისოდ კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა.
ამერიკის საელჩოს რუსეთში 2017 წელს 2 664-მა ადამიანმა მიმართა, რამაც 24 წლის წინ დაფიქსირებულ სარეკორდოდ მაღალ ნიშნულსაც გადააჭარბა. თავშესაფრის მსურველთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით გაიზარდა. მათი რიცხვი ყოველ წელს იმატებს 2012 წლიდან.
ზვიად რატიანის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმის გმოძიება გაჭიანურებულია, მიიჩნევენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა დატოვა.
ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, 2 მაისიდან განახლდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველობის დასრულების მოთხოვნით.
2 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური ანგარიშით წარდგა პარლამენტის წინაშე და ბოლო ხუთი წელი ნახევარსაათიან სიტყვაში შეაჯამა. მარგველაშვილმა თქვა, რომ ქვეყანას ჰქონდა წინსვლა საგარეო არენაზე, რომ სახელმწიფო აღარ არის ისეთი ძალადობრივი, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო.
„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 52 522 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 7 879 000 ლარი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვისაა გათვალისწინებული.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი დღეს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ჩავიდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის წინაშე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობების მომავალსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ გადასაჭრელ საკითხებზე ილაპარაკა. გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნებოდა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობის გამყარება.
ჩამოტვირთე მეტი