7 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ დავით სუბელიანი, "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი და გურამ იმნაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სისტემის რეფორმირების სამოქმედო გეგმა 12 ძირითად მიმართულებაში ასახა. გეგმა მოიცავს როგორც ზოგადი და პროფესიული განათლების, ისე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელი რეფორმების ჩამონათვალს. სამოქმედო გეგმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, განათლების ყველა დონეზე ხარისხის ამაღლებას ემსახურება, თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გეგმის რეალიზების მექანიზმი არ ჩანს.
ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენა, ამოცნობა და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების დასახვა - როგორც რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში (ლუგარის ლაბორატორიაში) განმარტავენ, ყველაფერი მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.
7 მაისს ვლადიმირ პუტინი მეოთხედ გახდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.
გიუმრის მოსახლეობა ქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზას უსაფრთხოების გარანტად აღიქვამს.
პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები კვლავ ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ განვითარდება სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია, როგორ სახეს შეიძენს სახელისუფლებო ვერტიკალი და რამდენად შეძლებს პოლიტიკური პროცესების მართვას ნიკოლ ფაშინიანი.
მუშებმა უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე იმის გამო, რომ, მათი თქმით, დამსაქმებელი მათ შრომით უფლებებს არღვევს და, უკვე რამდენიმე თვეა, კვირაში 74 საათს, თვეში კი 29 დღეს ამუშავებს და, ამასთანავე, ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ ანაზღაურებს.
პარლამენტი განიხილავს მთავრობის სამშვიდობო საკანონმდებლო ინიციატივას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. ინიციატივის განხორციელება იგეგმება სამი ძირითადი მიმართულებით: ვაჭრობა გამყოფი ხაზების გასწვრივ; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და გამარტივებული მექანიზმები საამისოდ კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა.
ამერიკის საელჩოს რუსეთში 2017 წელს 2 664-მა ადამიანმა მიმართა, რამაც 24 წლის წინ დაფიქსირებულ სარეკორდოდ მაღალ ნიშნულსაც გადააჭარბა. თავშესაფრის მსურველთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით გაიზარდა. მათი რიცხვი ყოველ წელს იმატებს 2012 წლიდან.
ზვიად რატიანის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმის გმოძიება გაჭიანურებულია, მიიჩნევენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა დატოვა.
ჩამოტვირთე მეტი