აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში პასპორტების შეცვლის პროცესმა ბევრი არააფხაზი ეროვნების ადამიანი მოქალაქეობის გარეშე დატოვა. ისინი ვერ ასაბუთებენ აფხაზეთში ცხოვრების ფაქტს 1994-1999 წლებში, რასაც მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება ითხოვს. საქმე ისაა, რომ გალის რაიონში დევნილების დაბრუნების მასობრივი პროცესი 1999 წლიდან დაიწყო, 2004 წელს კი გალის რაიონის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა. ამ ვითარების შესაცვლელად, 2013 წელს კანონში ჩაემატა პუნქტი ბინადრობის ცენზის შესახებ.