10 მინისტრითა და 1 სახელმწიფო მინისტრით დაკომპლექტებული „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ასამოქმედებლად საქართველოს კანონმდებლობაში 120-მდე ცვლილება შედის. საქართველოს მთავრობა პირველი ეტაპის მთავარ მიზნებად ასახელებს ისევ მეტი მოქნილობის უზრუნველყოფას, მეტ ოპერატიულობასა და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვას, თუმცა ბევრისთვის ჯერ ისევ გაუგებარია, როგორ უნდა შესრულდეს ეს მიზნები, როცა, „ქართული ოცნების“ მტკიცებით, სამინისტროების შემცირება-შერწყმა ადამიანური რესურსების ხარჯზე არ მოხდება.