აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასულმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო, მიზეზად კი აუცილებელი და სწორი როტაცია დაასახელა, თუმცა რა იგულისხმება სამთავრობო როტაციაში, მაშინ როდესაც მსგავს განმარტებას ქვეყნის კანონმდებლობა არ იცნობს, პატარაძეს არ დაუკონკრეტებია.