გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაში, რომელიც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებს ეხებოდა, სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, საუბარია ბავშვებზე, რომლებიც ქუჩაში ცხოვრებისას კრიმინალურ დაჯგუფებებს ქმნიან. მათ აქვთ თავიანთი ქცევის კოდექსი, ჰყავთ ლიდერი, ისევ არასრულწლოვანი, რომელიც ზედამხედველობს.