მოლაშქრე ირინა პაიჭაძე თრუსოს ხეობაში, მოლაშქრეთა სხვა ჯგუფებთან ერთად, ბოლო სამ წელიწადში 8-ჯერ იმყოფებოდა, უკანასკლენელად - ერთი თვის წინ.
გურამ კაშიას მხარდამჭერების აქტიურობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სოციალური ქსელებითა და მედიასაშუალებებით. ბევრი მათგანი 9 სექტემბერს დინამო-არენაზე დანიშნულ საქართველო-ლატვიის მატჩზე მისვლას და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის მხარდაჭერას აპირებს.
30 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გოგა თუშურაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
რუსეთის სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლასა და ნდობის განმტკიცებაზე ლაპარაკს აპირებენ, ხოლო თუკი საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმის სტუმრებისა და მასპინძლების შემადგენლობას გადავხედავთ, იოლად მივხვდებით, რომ აქ ლაპარაკია ნდობის განმტკიცებაზე მხოლოდ და მხოლოდ კრემლის პოლიტიკის მისამართით.
რუსეთი ოკუპანტია, - ასეთი წარწერა აქვს ხობში, სტალინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, გადახდის ქვითარს. წარწერა, რომელიც ქართულთან ერთად ინგლისურადაცაა დატანილი, ობიექტის მესაკუთრეთა გზავნილია საზოგადოებისთვის, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ მათ რუსული ოკუპაციის შესახებ.
29 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოლიკო შერმადინი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი.
29 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო რიჟამაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) იურისტი.
ცვლილება კანონის ათზე მეტ მუხლს შეეხო. სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან.
პრეზიდენტმა არ შეასრულა მოქმედი კონსტიტუციით მინიჭებული ფუნქცია და არ გამოიყენა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ბოლო შანსი - ასეთია პოზიცია სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილისა, რომელიც იმედით უყურებდა თავად პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ პროცესს.
რუსეთის ახალი ელჩი აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ალექსეი დვინიანინი ახლახან შეუდგა მოვალეობის შესრულებას. რუს დიპლომატს ინტერვიუ ჩამოართვა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, კორესპონდენტმა სოხუმში ანაიდ გოგორიანმა.
გრიგოლ ვაშაძეს, საპრეზიდენტო კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციისა „ძალა ერთობაშია“, ოთხი საპრეზიდენტო კანდიდატი დაეხმარება, რომ 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მან გაიმარჯვოს.
ჩამოტვირთე მეტი