აუცილებლად დადგება დღე, როცა საქართველოს დატოვებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი; საქართველო გახდება განვითარებული ქვეყანა და გაწევრიანდება ნატოსა და ევროკავშირში - ასე სჯერათ პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და უკრაინის ხელისუფლებათა წარმომადგენლებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად ჩამოვიდნენ საქართველოში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით.