16 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ნარკოტიკების მავნებლობაზე ისაუბრა, სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად სამების ტაძრიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოაწყვეს, ნაციონალისტური ძალების ლიდერები კი მთავრობას გადაყენებით ემუქრებოდნენ.
ABC News-ისა და Independent-ის ჟურნალისტებმა მოახერხეს დაერეკათ ტელეფონის ნომერზე, რომელიც, როგორც საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი ამტკიცებს, მითითებულია ალექსანდრ პეტროვის მიერ რუსეთის პასპორტის მიღების თაობაზე დოკუმენტებში.
აქამდე ევროპის კავშირში ზაფხულის დროის ერთიანი პოლიტიკა მოქმედებდა - ევროპის კავშირის მთელს ტერიტორიაზე, ყველა წევრ ქვეყანაში, წელიწადში ორჯერ იცვლებოდა დრო. მაგრამ შესაძლოა, ამიერიდან ეს ასე აღარ იყოს.
რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინასებულ ტელეკომპანია RT-ში გასულ გახმაურებული ინტერვიუს შემდეგ სკრიპალის მოწამლაში ეჭვმიტანილი ორი პირი რუსეთის სახელმწიფო მედიამ ჰომოსექსუალებად შერაცხა.
რუსთავის საკრებულომ 13 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ადგილობრივი მერიის უარს, ქალაქის მიმდებარე იაღლუჯის ფერდობზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ბიზნესმენ გიორგი ონიანს საკუთრებაში გადაეცეს, რის შუამდგომლობითაც ადგილობრივ ხელისუფლებას მთავარმა პროკურატურამ მიმართა.
ჩვენ ვიწყებთ „გირჩის“ ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომლის პირობითი სახელწოდებაცა „თავისუფალი განათლება.“
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე გაფორმებული მემორანდუმი ქართველ მეზღვაურებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. გაფორმებული შეთანხმებით, ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და ხორვატიამ, ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა, ეს კი, როგორც ფორუმზე აღინიშნა, 11 ათასზე მეტ მეზღვაურს საშუალებას მისცემს შეიქმნან უკეთესი დასაქმების პირობები შესაბამისი ანაზღაურებით.
თუკი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა მარიხუანის მოხმარების კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა თემს და მართლმადიდებლურ ეკლესიას ერთიანი პოზიცია აქვთ. ისინი საჯარო განცხადებებში ერთხმად ეწინააღმდებიან კანონპროექტს, განსაკუთრებით კი კანაფის ექსპორტზე გატანის საკითხს.
ზუგდიდის მერი ლაშა გოგია თანამდებობიდან ისე გადადგა, გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს. სამსახურებრივი მივლინებით პრაღაში მყოფმა წუხელ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე მოკლე განცხადება განათავსა.
ჩამოტვირთე მეტი