იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასრულდა უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების მორიგი ეტაპი, რომელშიც 78 მოსამართლე მონაწილეობდა.
ინტელექტუალების, მწერლების, ისტორიკოსებისა და ფილოსოფოსების ჯგუფმა ღია წერილი გამოაქვეყნა გაზეთებში - "ლიბერასიონსა" და "გარდიანში".
13 წლის წინ, 2006 წლის 28 იანვარს, ოქროყანის სასაფლაოს მახლობლად იპოვეს ახალგაზრდა მამაკაცის გაშიშვლებული და ნაწამები სხეული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოკლული იყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი.
27 იანვარს გაიმართა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. მასში არ მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მასში მონაწილეობისთვის პირობებს აყენებს ოპოზიცია. ოთარ კახიძე, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე თვლის, რომ სამუშაო ჯგუფს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
პირადად ჩემთვის, ამ ამბავში, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის, დაზარალებულის, ზურაბ დათუნაშვილის განცხადება.
რომელ ძალებს ექნებათ ევროკავშირის საპარლამენტო კონტროლის უფლება 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად?
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალი მავთულხლართი გაავლეს და ადგილობრივი ოჯახის, ბატონისაშვილების ბაღი ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს.
ირინა ვერეშჩუკი, „ბალტიისა და შავი ზღვების კონსენსუსის პრაქტიკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ პრეზიდენტია. ამ ცენტრში წარმოდგენილი არიან ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყოფილი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები.
მანამდე, 2016 წელს, სოხუმში ძეგლი დაუდგეს პოეტსა და მეცნიერს, ომარ ბეიგუას. უალიდ მარშანიცა და ომარ ბეიგუაც, როგორც სოხუმში აცხადებენ, მე-19 საუკუნის აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები არიან.
დღეს ჟურნალისტებთან მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ განაცხადა, რომ ჭერი წვიმის წყალმა დააზიანა. მისივე თქმით, სამუშაოების ჩაბარების პირველი ეტაპი არ ითვალისწინებდა გადახურვას.
ექსპერტები ამბობენ, რომ დღეს რუსეთში სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად ისიც საკმარისია, თუკი იუსტიციის სამინისტრო შენს ორგანიზაციას არასასურველად გამოაცხადებს.
ჩამოტვირთე მეტი