რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკელის დაკავებამ გააჩინა ვარაუდი, რომ ადრე თუ გვიან გამეორდება „ჯაშუშების გაცვლის“ სცენა, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 4 იანვარს 86 წელი შეუსრულდა. მისი აღსაყდრებიდან 41 წელია გასული. აქ არის ჩამონათვალი პატრიარქის ბოლო წლების ზოგიერთი იმ გადაწყვეტილებისა თუ კომენტარისა, რომლებმაც აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია.
ორ დღეში, 2018 წლის 6 იანვარს, კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს) ოფიციალურად გადასცემს. დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ჯერ ცნობილი არ არის.
ავღანეთის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმომხილველები აკრიტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომლის თქმითაც, სსრკ „სწორად“ მოიქცა, როცა ავღანეთში შეიჭრა 1979 წელს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს 86 წელი შეუსრულდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში დაიბადა.
„ახლა მეცნობა, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა დაინიშნა 14 იანვარს. განმარტებაა საჭირო, ვინ მოიწვია კომიტეტის სხდომა?
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება რუსეთის უზენაეს სასამართლოს მიმართავს საჩივრით იმის გამო, რომ ივლისში დაეკისრა ჯარიმა,100 000 რუბლის (1140 ამერიკული დოლარი) ოდენობით.
მთავარი მოვლენებიდან, რომლებიც, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების შეფასებით, 2018 წლის განმავლობაში მოხდა, გამოირჩევა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სირიის მიერ.
ვითარებაში, როცა მსოფლიო წესრიგზე აშშ-ის გავლენა სუსტდება, სხვები ცდილობენ თავიანთი გავლენის გაძლიერებას უცხო ქვეყნების კონფლიქტებში ჩარევით. ვინ არიან ეს „სხვები“, ან სად და რა ვითარებაში არსებობს ყველაზე მწვავე კონფლიქტები?
2019 წლის პირველი იანვრიდან 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდმა“ შეცვალა.
ატოცელებს განსხვავებული ახალი წელი ჰქონდათ. სოფელში სტუმრიანობა იყო. პოლიციელები, სამოქალაქო აქტივისტები და ატოცის რამდენიმე მცხოვრები ღამის 12 საათზე საოკუპაციო ზოლზე გავიდნენ და ახალ წელს იქ შეხვდნენ.
როგორ დაასრულა სიცოხლე ზვიად გამსახურდიამ წლების მერეც დავის საგანია. პრეზიდენტის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 25 წლისთავზე რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ შეხვდა ამ ამბის თვითმხილველებს.
ჩამოტვირთე მეტი