ოპოზიცია რეგიონებში გადის. პირველი აქცია 6 დეკემბერს, ქუთაისში დაიგეგმა. „ყველა ერთის წინააღმდეგ“ - გაერთიანებული ოპოზიცია კვირის ბოლოს, ამ გზავნილით, მსვლელობას რუსთაველის ქუჩაზე დაიწყებს და ქუთაისის მერიასთას, აქციით დაასრულებს.
ცხინვალის საპატიმროში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, საქმე სასამართლოს გადაეცა. ამ საქმეს ახალგორის სასამართლო განიხილავს, რადგან ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს.
ორი წელი შესრულდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდთა შორის ფიზიკური დაპირისპირებიდან, რომელსაც ორი მოზარდის - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით. გვარამიას თქმით, დაწვრილებით ამის შესახებ „მთავარ აქცენტებში“ ილაპარაკებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წელს ალიანსის ევროპელმა წევრებმა და კანადამ 4,6%-ით გაზარდეს თავდაცვის ხარჯები და ეს ხარჯების ზრდის ზედიზედ მეხუთე წელია.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით და პირიქით მარშრუტს კომპანია "ინტერტრანსი" ემსახურება, რომელსაც ხაზზე ყოველდღიურად, დაახლოებით, 200 მიკროავტობუსი გამოჰყავს.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available