ახალგორში ახალგაზრდა კაცი ცხენიდან ჩამოვარდა და თავის არეში დაზიანებები მიიღო, თუმცა მისთვის თბილისისკენ გზა ისევ არ გახსნილა და სასწრაფო დახმარების მანქანა ცხინვალიდან გამოიძახეს.
ლონდონის გარეუბან უოტფორდში მდებარე სასტუმრო “Grove Hotel”-ი ერთი დღის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. 4 დეკემბერს სწორედ აქ გაიმართება ნატოს წევრი ქვენების ლიდერთა სამიტი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსების საიუბილეო თარიღს, ნატოს 70-ე წლისთავს ეძღვნება.
ოპოზიცია რეგიონებში გადის. პირველი აქცია 6 დეკემბერს, ქუთაისში დაიგეგმა. „ყველა ერთის წინააღმდეგ“ - გაერთიანებული ოპოზიცია კვირის ბოლოს, ამ გზავნილით, მსვლელობას რუსთაველის ქუჩაზე დაიწყებს და ქუთაისის მერიასთას, აქციით დაასრულებს.
ცხინვალის საპატიმროში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, საქმე სასამართლოს გადაეცა. ამ საქმეს ახალგორის სასამართლო განიხილავს, რადგან ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს.
ორი წელი შესრულდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდთა შორის ფიზიკური დაპირისპირებიდან, რომელსაც ორი მოზარდის - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available