რამ გამოიწვია კონფლიქტი ბიზნეს სკოლის ყოფილ დეკანსა და ადმინისტრაციას შორის? რა შეცდომები დაუშვეს მხარეებმა და როგორია გამოსავალი, სადაც გათვალისწინებული იქნება სტუდენტების და უნივერსტეტის ინტერესი, - რადიო თავისუფლების კითხვებს გიორგი ქადაგიძემ და ნინო დობორჯგინიძემ უპასუხეს.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუსის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის პირველი ეტაპი წააგეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სასულიერო პირი სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დააკავეს.
2018 წელს თბილისის მერმა ორი ბინა და სამი ავტოსადგომი შეიძინა მარო მაყაშვილის ქუჩაზე. ორი ბინის ფასმა ჯამში 1 703 298 ლარი შეადგინა, ავტოსადგომებმა კი 240 549 ლარი.
საქართველო იწყებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ქვეყანას გაეროს ბავშვთა კონვენციის ხელმოწერით დაეკისრა. ეს პროცესი შიდა კანონმდებლობის კონვენციასთან ჰარმონიზაციას გულისხმობს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა 6 თებერვალს ხელს მოაწერენ ოქმს, საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზაზე.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მოუწოდა ქვეყნის ყველა მართლმადიდებელ იერარქს, სასულიერო პირებს და მრევლს, გაერთიანდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.
რას უპირებენ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეს? მმართველი პარტია პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის გახსნის შესაძლებლობაზე ფიქრობს. ეს თემა განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზეც, რომელსაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
მიუხედავად ჰოლოკოსტის საშინელებისა, ისიც ფაქტია, რომ ნაცისტების მიერ აგებული სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკები, როგორც პოპულარული ტურისტული მისამართები, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, ვიდრე ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს.
სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა შუა-დასავლეთ აშშ-ში, ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი სიცივის გამო.
დამოუკიდებელი უკრაინელი ჟურნალისტების ნაწილმა პარასკევს განაცხადა, რომ ერთიანდებიან ცენზურის წინააღმდეგ.
ჩამოტვირთე მეტი