საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტმა კვლავ მისცა იმპულსი კითხვებს, რომლებიც არ შეიცვლება, ვიდრე საქართველო ალიანსის წევრი გახდება. სტოლტენბერგმა კვლავაც განმარტა, რომ ნატოსკენ სვლა საქართველოს სუვერენული უფლებაა, რუსეთს არაფერი ესაქმება და რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს.