პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ იწყებს მსჯელობას.
ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები მსჯელობენ, რა ამბიციები შეიძლება გამოავლინონ აღმოსავლეთით უშუალო მეზობლების მიმართ. დოკუმენტი, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, მეტყველებს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა ყველაფერი - მომავალი გაწევრიანებიდან სავიზო ლიბერალიზაციამდე.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, “ამნესტი ინტერნეიშენალი”, აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის თვალსაზრისით არსებული ვითარების შესახებ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების მიერ აღმართულ მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილს, მალხაზ კურტაევს, და მის ცოლს, თათია ადიკაშვილს, ცხინვალში ორკვირიანი კარანტინის შემდეგ იზოლატორში გადაიყვანენ.
მთელი დღის განმავლობაში დათა ვანიშვილი გზას გაჰყურებდა - იქნებ ვინმე მოვიდეს და მახოს ამბავი მომიტანოსო. მერე სასაფლაოზე წასვლა დააპირა, მაგრამ უცებ რუსები გამოჩნდნენ და არსადაც არ წახვალო, უთხრეს.
1945 წლის 16 აპრილს წითელმა არმიამ დაიწყო ბერლინის ოპერაცია, რომელიც გერმანიის დედაქალაქის აღებით და ჰიტლერის თვითმკვლელობით დასრულდა. ამ იერიშს წინ უსწრებდა დავა იმის შესახებ, მოკავშირეთა რომელ არმიას უნდა აეღო ბერლინი.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა სოფლად და კიდევ უფრო რთული ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური „დილის საუბრებში“ ამბობს:
პლანეტის მოსახლეობის 90%-ზე მეტი ახლა ნაწილობრივ ან სრულ იზოლაციაშია, დაკეტილია საწარმოები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კაფეები, კინო-თეატრები. Მსოფლიო თოთქოს გაჩერებულია , და ამ დროს ორმაგი დატვირთვით მუშაობს რუსული დეზინფორმაცია.
ჩამოტვირთე მეტი