24 ივნისს მოსკოვში ჩატარდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო თვე-ნახევრით გადადებული სამხედრო აღლუმი, რუსეთის შეიარაღებული ძალების მასშტაბური დათვალიერება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი განიხილავს როგორც მოსახლეობის კონსოლიდაციის შესაძლებლობას მოახლოებული საყოველთაო კენჭისყრის წინ.
როგორ აღიქმება "ქართული ოცნების" ასეთი ძალისხმევა გიორგი რურუასთან მიმართებით?
ახალი ინვესტორი შესარჩევად ტენდერი 2021 წლამდე არ გამოცხადება, მანამდე კი წინა წელთან მილიონით გაზრდილი დაფინანსებით ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტო ტენდერისთვის ემზადება.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 24 ივნისს მეშვიდე სამხედრო აღლუმი ჩატარდა. მანამდე ნაციზმზე გამარჯვების აღსანიშნავი 6 აღლუმი 8-9 მაისს ჩაატარეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ამას სახელობითი აღლუმები უწოდა და იმ ქუჩებზე გაიმართა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ცხოვრობენ.
შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, დაარღვია თუ არა ჩეხურმა ფირმამ ევროკავშირის სანქციები, გაჩნდა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკში, აღმოაჩინეს მაღაზია, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ.
საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული რეკომენდაციების შემსუბუქების მიუხედავად, რუსთავის საკრებულო აგრძელებს საკითხების დახურულ სხდომებზე განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები მაუწყებლის დირექტორს, გოგა კოხრეიძეს, დევნასა და შრომითი უფლებების დარღვევას ედავებიან. პროკურატურაში შესულია ჟურნალისტების ორი წერილი, სადაც დირექტორის მხრიდან მათზე განხორციელებული დევნის გამოძიებას ითხოვენ, 11 სარჩელით კი.
ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე მე-20 საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა საბჭოთა კავშირის დაშლას, 21 ივნისს კვლავ გაიხსენა ეს ეპოქალური მოვლენა, ამჯერად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კუთვნილებაში გადასული „რუსეთის ისტორიული ტერიტორიების“ კონტექსტში.
2020 წლის პირველ 5 თვეში, იანვრიდან მაისის ჩათვლით, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან დახარჯულია 2 მილიონზე მეტი, 2 339 216 ლარი;
ჩამოტვირთე მეტი