„კურდღლები ხართ“, „წადით, რამე წაიკითხეთ“, „კინაღამ შარვლიდან ამოხტით“, - ასე მიმართავდა პრემიერი გიორგი გახარია ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში, 26 ივნისს, მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავას არჩევის პროცესს ხელისუფლებისა და სასამართლოს კლანის ინტერესებთან დაკავშირებული შეფასებები მოჰყვა.
ვარშავამ ოფიციალურად სთხოვა ვაშინგტონს, რომ გაზარდოს ამერიკული სამხედრო ყოფნა ნატოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის, პოლონეთის, ტერიტორიაზე, - ამის შესახებ 24 ივნისს ითქვა პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ვაშინგტონში ანჯეი დუდას ვიზიტის დროს გაიმართა.
თბილისის მერიას საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის 55-კაციანი გუნდი ჰყავს, რომელმაც მხოლოდ 2020 წელს კომუნიკაციაში ნახევარ მილიონამდე ლარი დახარჯა. კახა კალაძე თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის და ცრუ ამბების გაქარწყლებაში თავად ერთვება.
24 ივნისს მოსკოვში ჩატარდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო თვე-ნახევრით გადადებული სამხედრო აღლუმი, რუსეთის შეიარაღებული ძალების მასშტაბური დათვალიერება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი განიხილავს როგორც მოსახლეობის კონსოლიდაციის შესაძლებლობას მოახლოებული საყოველთაო კენჭისყრის წინ.
როგორ აღიქმება "ქართული ოცნების" ასეთი ძალისხმევა გიორგი რურუასთან მიმართებით?
ახალი ინვესტორი შესარჩევად ტენდერი 2021 წლამდე არ გამოცხადება, მანამდე კი წინა წელთან მილიონით გაზრდილი დაფინანსებით ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტო ტენდერისთვის ემზადება.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 24 ივნისს მეშვიდე სამხედრო აღლუმი ჩატარდა. მანამდე ნაციზმზე გამარჯვების აღსანიშნავი 6 აღლუმი 8-9 მაისს ჩაატარეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ამას სახელობითი აღლუმები უწოდა და იმ ქუჩებზე გაიმართა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ცხოვრობენ.
ჩამოტვირთე მეტი