ქალაქ ონში, სადგურის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ისინი ზემო რაჭაში, მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ.
სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს - თანამდებობიდან დროებით იქნას დათხოვნილი სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანი.
რუსეთში 1 ივლისს დასრულებულმა საკონსტიტუციო რეფერენდუმმა მოსალოდნელი შედეგი მოიტანა - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 2036 წლამდე შეუძლია ხელისუფლებაში დარჩეს. რას მოასწავებს ეს შედეგი რუსეთისა და დასავლეთისთვის - ამ საკითხების გარშემო ბევრი იწერება საერთაშორისო პრესაში.
სალომე ხვადაგიანი, თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი
არის თუ არა განახლებული საარჩევნო კანონმდებლობა 2020 წელს უკეთესი არჩევნების ჩატარების გარანტი?
3 ივლისს ქალაქ ფსკოვში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორმა ექვსწლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა ფსკოველ ჟურნალისტ სვეტლანა პროკოპიევასთვის, რომელსაც ტერორიზმის გამართლებაში ედება ბრალი.
Current Time-ის ჟურმალისტებმა გაარკვიეს, რომ ჩრდილოეთ აზერბაიჯანში გოგონების წინადაცვეთის ჩვეულებას მისდევენ. ეს ხდება რეგიონში, სადაც ჩრდილოკავკასიელი ხალხი - ხუნძები და ახვახელები არიან დასახლებული.
შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთი სხვადასხვა გზით ჩაერევა საქართველოს საარჩევნო პროცესებში. მოლოდინს ზოგადად კრემლის პოლიტიკა და ის ფაქტიც აჩენს, რომ მოსკოვმა სხვის საქმეებში ჩარევის პრაქტიკა არაერთხელ და არაერთ სახელმწიფოში გამოსცადა.
ვროპარლამენტის წევრები შეშფოთებული არიან უკრაინაში პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნისათვის მართლმსაჯულების სისტემის „მუდმივი გამოყენებით“ და მოუწოდებენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უზრუნველყოს ქვეყანაში პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება.
ჩამოტვირთე მეტი