თბილისში, 14 ოქტომბერს გამართული ხალხმრავალი მიტინგის მთავარი მოთხოვნა იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, რუსთავის ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ პატიმარი სასჯელის სრულ ვადას მოიხდის.
რუსთავის მე-17 საპატიმრო დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ციხეში მყოფი სხვა პატიმრების ადვოკატები ამბობენ, რომ რეაგირება დაგვიანებული, ვითარება კი არასწორად იყო მართული. ოფიციალური ინფორმაცია ხანძრის შესახებ ფრაგმენტულია და არ სცემს პასუხს მნიშვნელოვან კითხვებზე.
ნუგზარ წიკლაური თვლის, რომ 14 ოქტომბრის აქციაზე ხალხი ერთი პოლიტიკოსის ან პარტიის მხარდასაჭერად არ გამოსულა, არამედ "გამოვიდა იმიტომ, რომ არ უნდა ამ ქვეყანაში ასეთი განვითარება, ევროპისგან ასეთი დაშორება, ჩვენი პერსპექტივის გაქრობა. არ უნდა ამ ქვეყნიდან გაქცევა და თავისი ბედნიერების სხვაგან ძებნა".
"მკვდრადშობილი იდეაა და მასზე სერიოზული საუბარი არამომგებიანია საქართველოსთვის, არც ამაზე ფიქრი გრძელვადიანად. ამაზე არის კონკრეტულად სათქმელი უარი, რომელიც როგორც ჩანს არაა ნათქვამი", - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, "რონდელის ფონდის" მკვლევარი - "ძალიან ცუდად შემოგდებული თემაა ბატონი ზალკალიანის მიერ".
"რისკები აქვს უზარმაზარი და პირველ რიგში ეს ეხება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს", - ამბობს ემილ ავდალიანი "3+3" იდეაზე, რომლის პერსპექტივასაც ორგვარად განიხილავს: პესიმისტური სცენარის შემთხვევაში საქართველო შეიძლება იძულებული გახდეს ჩაერთოს ფორმატში და მეორე - ამ იდეას ხორცშესხმა არ უწერია.
15 ოქტომბერს, ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის შეხვედრაზე, განიხილავენ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტისთვის მომზადებულ დეკლარაციის პროექტს, რომელსაც წინასწარ გაეცნო რადიო თავისუფლება.
მოსკოვი თბილისს სთავაზობს, რომ - საქართველოს რეგიონები, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიაროს.
"ოპოზიციური კანდიდატების ამოცანა მეორე ტურისთვის იყო პირველი ტურის შემდეგ თამაშგარე დარჩენილი პარტიების ამომრჩევლის მოზიდვა. ამ ტიპის ესკალაცია არათუ ვერ იზიდავს, მხოლოდ აფრთხობს ამომრჩეველს", - ამბობს გია ხუხაშვილი - "ვინც მიხეილ საააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მობილიზება არ სჭირდება".
ჩამოტვირთე მეტი