„ზოგადად კარგად ადმინისტრირებული“, „კონკურენტული“ კამპანიითა და მრავალი ხარვეზით - ერთი წინადადებით სწორედ ასე შეიძლება გადმოიცეს OSCE/ODIHR-ისა და ევროპარლამენტის დამკვირვებლების წინასწარი დასკვნის შინაარსი, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.
"ისევ გვქონდა ბევრ უბანზე ასეთი პრაქტიკა, როცა შედეგების შეჯამებას ოქმის დედანში იქამდე არ წერდნენ, სანამ საოლქო კომისიას არ გადაუგზავნიდნენ ასლს შავი ვერსიის. სანამ დასტურს არ მიიღებდნენ, არ ავსებდნენ ოქმს", - ამბობს ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი.
1961 წლის 30 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ბირთვული იარაღი გამოცადა. „ცარ-ბომბა“, როგორც მას უწოდეს, 10-ჯერ უფრო მძლავრი იყო იმ ყველა სხვა საბრძოლო მასალაზე, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გამოყენებული.
"მთავარი პრობლემაა, რომ აქ არის არა პოლიტიკური კონკურენცია, არამედ პოლიტიკური ომი", - ამბობს გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი - "არ შეიძლება პოლიტიკური გუნდი იყოს დიდი ხანი ძალაუფლებაში. იმედი მაქვს, ოპოზიციური ერთიანობა გარკვეულწილად შეიტანს ძალთა კონტროლის საშუალებას".
"პირველი ტურის შედეგებიც გვაჩვენებს, ძალთა ბალანსი აღარ იქნება იმგვარი, როგორიც იყო წინა ოთხი წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, ვერ იქნება ადგილობრივ დონეზე ერთი დომინანტი პოლიტიკური პარტია და გადაწყვეტილებები ვერ მიიღება მხოლოდ ერთი პარტიის მიერ", - ამბობს მაგდა პოპიაშვილი, თვითმმართველობის მკვლევარი.
არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ იძიებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტს. საქმე ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" შეეხება; მძიმე ბრალდებებს ამ განცხადებამდე გაცილებით ადრე აჟღერებდა პრემიერ-მინისტრი.
„სახელმწიფო როდესაც იღებს ვალდებულებას, რომ მსჯავრი დასდოს და იზოლაციაში მოაქციოს ადამიანი, იქვე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს სასჯელი იმაზე მეტი არ გახდება, ვიდრე სასჯელის მიზნებს ემსახურება", - განმარტავს ედუარდ მარიკაშვილი, GDI-ს გამგეობის თავმჯდომარე.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი შეეცადა გაერკვია პენიტენციური სისტემის მიღმა არსებულ სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრების მკურნალობის რა პრაქტიკაა საქართველოში. დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს და გაესაუბრა კლინიკა "ვივამედის" კლინიკურ დირექტორს და ჩვენს ეთერში ყვება - რა უპასუხეს.
"მეორე ტურის განსაზღვრა მარტივად ვერ მოხდება", - ასე ფიქრობს ნინო სამხარაძე, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მკვლევარი - "ოპოზიციური ძალების მხრიდან სავარაუდოდ გარკვეული შედეგების საკითხი ეჭვქვეშ კვლავ დადგება, რაც შემდეგ წინწასულ მწვავე დაპირისპირებას გამოიწვევს"..
"მოქმედ პრეზიდენტსა და მეოთხე პრეზიდენტს მივმართავთ ზუსტად ამ თხოვნით - დასხედით, თქვენ გაქვთ სხვა პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა, იმისთვის, რომ ქართული სახელწმიფოებრივი სხეული მორიგ ჯერზე არ გავხლიჩოთ", - ამბობს ზვიად ქორიძე, 28 ოქტომბრის პეტიციის ხელმომწერი.
არჩევნების მეორე ტურის წინ ეჭვქვეშ დადგა* "მთავარი არხის" ეგზიტპოლის ჩატარების საკითხი, და ვინაიდან ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგები არ შეუკვეთავს არც მეორე, ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანიას, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ 30 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებს მხოლოდ ტელეკომპანია "იმედი" გამოაქვეყნებდა.
ჩამოტვირთე მეტი