არ იციან, საბოლოოდ რა და როგორ გამოვა და ბევრიც სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ პოლიტიკური პარტიების უდიდესი ნაწილი მზად არის მიიღოს მონაწილეობა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ პროცესში.
დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს რეფორმა არის გარდაუვალი: "როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, ამას უკავშირებს სამართლიანობის აღდგენის დაპირებულ პროცესს, იგივე სამართლიანი სასამართლოს შექმნის პროცესს".
"კი ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ 30 წლის შემდეგ აღარ ვართ ბავშვები და ზრდასრული ადამიანების ქმედება გვმართებსო, მაგრამ ამ ქმედებებს ხშირად ვერ ვხედავთ. ...ოპოზიციაშიც იგივე მდგომარეობაა, რაც ხელისულებაში", - ამბობს გია ჯაფარიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, ბრიგადის გენერალ გიორგი (გიგი) კალანდაძეს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ლაგოდეხის მერს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ახალი დირექტორის დანიშვნა დროებით აეკრძალა. განჩინება მოსამართლემ, ცენტრის ყოფილი დირექტორის ნუნუ ნოზაძის სარჩელის საფუძველზე მიიღო.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო რუსეთის ფედერაციას სთხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
პასუხად კოლექტიური დასავლეთისა, რომელიც რუსეთს სანქციებით ემუქრება უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის განმეორების შემთხვევაში, მოსკოვმა თავის მხრივ შეიმუშავა რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში თავმოყრილი ტენდერები, რომლებსაც აქ ნახავთ, ყურადღებას იქცევს არა კორუფციულ გარიგებებზე ეჭვის ან დაუსაბუთებელი ხარჯების გამო, არამედ მათი მოულოდნელი შინაარსით და იმ ამბებით, რომლებსაც ტენდერების საშუალებით მივაგენით.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული მამუკა ჩხიკვაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჯერ აღძრული არ არის. ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა უთხრა.
"ნუ ჩავებღაუჭებით ნურაფერს - ნურც ოპოზიცია რაღაც აკვიატებულ იდეებს და ნურც ხელისუფლება - სკამს! მოდით, ვთქვათ, რომ იმან გადაწყვიტოს, ვინც ახლა ჩვენ გვისმენს, ოღონდ, მივცეთ შესაძლებლობა, რომ ეს გააკეთოს სამართლიანად, წესიერ გარემოში" - აცხადებს არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი.
ჩამოტვირთე მეტი