ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილი წევრი და მასთან ერთად ორი უკრაინელი მეზღვაური, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთა ედებათ ბრალად.
„ქართული მეთოდი“ - ასე მოიხსენიებს იტალიური მედია ბინების ძარცვის სპეციფიკურ ხელწერას, რომელიც სპეცოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში დაკავებულ მძარცველებს ახასიათებდათ. ქართველების ხელწერის შესახებ წერს ფრანგულენოვანი მედიაც.
სხვადასხვა კვლევების თანახმად, ლოქდაუნი და იზოლაციაში ყოფნა ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. შარშან გაზაფხულზე ესპანეთსა და იტალიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობლების უმეტესობა (86%) ხედავს ცვლილებებს მათი შვილების ქცევაში.
ალექსანდრ ბანდიუკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთში უსამართლოდ დევნიან და საქართველოს მფარველობას სთხოვს. ის შიშობს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რუსულ ციხეში მარტივად მოიშორებენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ლაპარაკობს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესთან მიმართებით დასმულ მკაფიო აქცენტებზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს საკითხის მნიშვნელობას ევროინტეგრაციისთვის.
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის ანგარიშის ძირითად აქცენტებზე ლაპარაკობს და მათ შორის გამოყოფს ანაკლიის თემასაც. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ანაკლიის პორტი, რომლის პროექტიც შეჩერდა, არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გეგმის ნაწილი.
თანდათან სულ უფრო მკაფიო ხდება „ქართული ოცნების“ განმარტებები „გირჩის“ მთავარი მოთხოვნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ პარტიის წარმომადგენლებიც სულ უფრო უახლოვდებიან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.
საქართველოს მოქალაქე ერიკ დრულევი ვლადიკავკაზში ნათესავებთან მიდიოდა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე დააკავეს.
ჩამოტვირთე მეტი