კრემლმა, რომელიც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაპატიმრებისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩებში გამოსული განრისხებული ათასობით რუსი დემონსტრანტის დაკავების გამო, ახალი სანქციების მუქარის წინაშე დადგა, ცოტა ხნის წინ სასიხარულო ცნობა მიიღო.
ვერც პოლიციამ, ვერც ოჯახმა, ვერც სკოლამ, ვერც სოციალურმა სამსახურმა ვერ დაიცვა 14 წლის გოგო ჯერ სავარაუდო სექსუალური ძალადობისგან, შემდეგ კი თვითმკვლელობისგან.
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებაში იზრდება სომხეთთან დამაკავშირებელი იმ სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის მომხრეთა რაოდენობა, რომელმაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე რესპუბლიკური პარტიის იდეას ეხმაურება და აცხადებს: "ერთხელ შევალთ, ორჯერ შევალთ სხვადასხვა მიზეზით და ბოიკოტი არ იქნება პოლიტიკური ზემოქმედების ეფექტური საშუალება. შევალ, თითს დავაჭერ და მერე გამოვალ - ეს არასერიოზულია".
"არც მაშინ მიგვიღია ვიწროპარტიული გადაწყვეტილება, როცა ბლოკის წევრობა გადავწყვიტეთ, არც მაშინ, როცა 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს - გრიგოლ ვაშაძეს დავუჭირეთ მხარი და არც ახლა ვიღებთ ვიწროპარტიულ გადაწყვეტილებას", - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში".
ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილი წევრი და მასთან ერთად ორი უკრაინელი მეზღვაური, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთა ედებათ ბრალად.
„ქართული მეთოდი“ - ასე მოიხსენიებს იტალიური მედია ბინების ძარცვის სპეციფიკურ ხელწერას, რომელიც სპეცოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში დაკავებულ მძარცველებს ახასიათებდათ. ქართველების ხელწერის შესახებ წერს ფრანგულენოვანი მედიაც.
სხვადასხვა კვლევების თანახმად, ლოქდაუნი და იზოლაციაში ყოფნა ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. შარშან გაზაფხულზე ესპანეთსა და იტალიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობლების უმეტესობა (86%) ხედავს ცვლილებებს მათი შვილების ქცევაში.
ჩამოტვირთე მეტი