მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, დავით დარჩიაშვილი 3 თებერვალს პროკურატურამ “კარტოგრაფების საქმეზე” დაკითხა. ამ საქმის მოწმე 2012 წელს დავით-გარეჯის თემაზე გამართული საჯარო დებატების გამო აღმოჩნდა. მაშინ მან თქვა, რომ კომპლექსის 2% აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული.
„ქართულ ოცნებაში“აცხადებენ, რომ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შესვლა და ნაწილობრივ სწორედ მათთვის შანსის მიცემის გამო გადაწყდა სადეპუტატო უფლებამოსილების შენარჩუნება 51 ოპოზიციონერისთვის.
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა რადიო თავისუფლების ეთერში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ლაპარაკობს და მათ შორის, ეხება ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივასაც. ის ხაზგასმით აცხადებს, რომ იაპონია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი - პარლამენტში შესვლა ან არშესვლა" და ამბობს, რომ სწორედ "ოცნებას" ჰქონდა ორი არჩევანი.
"ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის დეპუტატი, გივი მიქანაძე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს პარლამენტის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძვლებზე და ერთ-ერთ ასეთად ასახელებს "ქართული ოცნების" ხელთ არსებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციის ნაწილს სურს პარლამენტში შესვლა.
რუსეთის მთავრობა ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს კანონდამრღვევ ხულიგნებად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ ხელისუფლება იძულებული იყო, მათ ძალით გასწორებოდა. სხვაგვარი ინფორმაცია აქვთ თვითმხილველებს.
სხვადასხვა აქტორები, მათ შორის, საჯარო მოხელეები, სასულიერო პირები, კრემლისტური, ულტრანაციონალისტური აქტორები, ქლიქბაიტ-საიტები რუსეთში რეგისტრირებული IP მისამართებით, ერთდროულად, უმეტესად კოორდინირებულად მონაწილეობდნენ კარტოგრაფების სამშობლოს მოღალატეებად წარმოსაჩენად.
ჩამოტვირთე მეტი