11 მარტს სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, განაცხადა, რომ 13 მარტს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე მოსალაპარაკებლად იწვევს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ოპოზიციური გაერთიანება „მამულის გადარჩენის მოძრაობის“ ლიდერებს.
თბილისის ასზე მეტმა ეკლესიამ 2020 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი მიიღო. თითო ეკლესიას საშუალოდ 10 000 ლარი ერგო. ეკლესიების დაფინანსება მუნიციპალიტეტების მიერ ძველი პრაქტიკაა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
უკრაინაში დიდი სკანდალი მოჰყვა გამოცემა „ცენზორის“ მიერ უკრაინის გავლენიანი ოლიგარქისა და პრორუსული ორიენტაციის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ დამფუძნებლის, ვიქტორ მედვედჩუკისა, და რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის, სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას.
ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის მედიაში გავრცელებიდან ოთხი დღის შემდეგ მხოლოდ ერთი თანამოსაუბრე დუმს. პროკურატურამ პირველი განცხადება მესამე დღეს გააკეთა და გამოძიება დაიწყო მხოლოდ იმის გასარკვევად, თუ ვინ, როდის და როგორ ჩაწერა საუბრები.
8 მარტის ღამით ოკუპირებულ ახალგორში მასობრივი ჩხუბი მოხდა. ჩხუბი მოჰყვა შელაპარაკებას რესტორან „ძველ ციხესიმაგრეში“, სადაც სარვამარტო წვეულებაზე ახალგორის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი. სასტიკად ნაცემია ორი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ევროკავშირმა განაცხადი გააკეთა. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ის ან მიიღებს ამ შესაძლებლობას და გამოიყენებს, ან გაფლანგავს და მიიღებს შესაბამის პასუხს გაფლანგვისთვის", - ამბობს გიორგი რუხაძე, საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
9 მარტს ევროპარლამენტში საქართველოს პოლიტიკური კრიზისის შესახებ გამართული დებატები მთავარი მოხსენებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა გახსნა.
ჩამოტვირთე მეტი